გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ლეილა ხიჩაკაძე
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: მე-2 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
გაკვეთილის თემა: სიგრძის არასტანდარტული საზომი ერთეულები.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა განივითარონ სიგრძის
გაზომვის არასტანდარტული ხერხები, შეძლონ რეალური ობიექტების სიგრძის გაზომვა, გამოთვლა;
საგნების სიგრძის გამოთვლა პირობითი საზომი ერთეულებით.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
თავდაპირველად ვესალმები კლასს, შევახსენებ ქცევის წესებს, განვუმარტავ
შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკებს. ამის შემდეგ ვაცნობ გაკვეთილის თემასა
და მიზანს:,,დღეს
ჩვენ შევისწავლით სიგრძის გაზომვის არასტანდარტულ ხერხებს და საგნების სიგრძის გამოთვლას
პირობითი საზომი ერთეულებით.“
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის
მიზნები,
შეფასების
რუბრიკა
|
3 წთ
|
2
|
წინარე
ცოდნის გააქტიურება
მასწავლებელი კლასთან ერთად იხსენებს და განიხილავს
ზღაპარ ,,ცეროდენა“-ს მთავარი გმირის სახელს და სთხოვს ბავშვებს გამოთქვან ვარაუდები,
თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ამ გოგონას სახელი? ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს,
რის შემდეგაც მასწავლებელი ხსნის, თუ როგორი სიგრძის საზომი პირობითი ერთეულები არსებობდა ადრე(გოჯი, მტკაველი, ციდა, ნაბიჯი,
ტერფი...) და თითოეულ მათგანს განიხილავს ცალ-ცალკე.
|
გონებრივი იერიში / ფრონტალური კითხვა-პასუხი და ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
თვალსაჩინო მასალები
|
5 წთ
|
3
|
აქტივობა
I: მასწავლებელი
სთავაზობს ბავშვებს სახალისო ამოცანებს:
,,ფიფქია და შვიდი
ჯუჯა“
ჯუჯებმა დაკარგეს ადგილი, სადაც განძი ჰქონდათ დამარხული. დასახმარებლად
ფიფქიასთან მივიდნენ. ფიფქიას გაახსენდა და თქვა: განძი ხეებს შორის დამარხეთ. თითოეულ
ხეს შორის მანძილი ერთი ნაბიჯი იყო. სულ შვიდი ხე იყო. ფიფქიამ ჯუჯებს რუკა შეადგენინა
და ხეებს შორის მანძილის გასაზომად ,პირობით
საზომ ერთეულად, მტკაველი გამოიყენეს. მითითება ასეთი იყო: მონიშნე წერტილი . ეს
იქნება პირველი ხე. პირველი ხიდან მარჯვნივ
გადაზომე ერთი მტკაველი და მონიშნე მეორე ხე. მეორე ხიდან ზემოთ გადაზომე ისევ ერთ
მტკაველი და მონიშნე მესამე ხე, მესამე ხიდან მარჯვნივ ისევ ერთ მტკაველი გადაზომე
და მონიშნე მეოთხე ხე, მეოთხე ხიდან ქვემოთ გადაზომე ისევ ერთი მტკაველი და მონიშნე
მეხუთე ხე, მეხუთე ხიდან მარჯვნივ გადაზომე ერთი მტკაველი და ისევ მონიშნე მეექვსე
ხე, მეექვსე ხიდან ქვემოთ ისევ ერთი მტკაველი გადაზომე და მონიშნე მეშვიდე ხე. ჯუჯებმა
შეადგინეს რუკა და ყველა მითითება შეასრულეს
და იპოვეს განძი. ბავშვები აკეთებენ დასკვნას.
2. მანამ, სანამ
ჯუჯები განძს ეძებდნენ, ბოროტმა დედინაცვალმა ფიფქია მოტყუებით გაიტაცა და კოშკში
დაატყვევა. მოდი დავეხმაროთ ჯუჯებს ფიფქიას დახსნაში. 1) ჯუჯების სახლიდან ტყის დასაწყისამდე
30 ნაბიჯია, ხოლო ტყის დასაწყისიდან ტყის ბოლომდე 50. რა მანძილია ჯუჯების სახლიდან
ტყის დასასრულამდე? თუ თქვენ გამოიცნობთ ამ კითხვას გახსნით სამიდან ერთერთ ურდულს.
2) ტყის დასასრულიდან დედინაცვლის სახლამდე 20 ნაბიჯია. რა მანძილია ტყის დასაწყისიდან
დედინაცვლის სახლამდე? 3) დედინაცვლის სახლიდან კოშკამდე 40 ნაბიჯია. რა მანძილია
ტყის დასასრულიდან კოშკამდე?
|
დემონსტრირებული პრაქტიკული მუშაობა
|
მთელი კლასი
|
ზღაპრის გმირების გამოსახულებიანი
მაგნიტები, ცარცი, დაფა.
|
15 წთ
|
4
|
აქტივობა II: ,,სასწავლო გაჩერებები“ მასწავლებელი
გააცნობს ბავშვებს, ჯგუფური მუშაობის წესებს.
თითო ჯგუფის წევრები სხედან მათთვის
განკუთვნილ მაგიდებთან. როდესაც ჯგუფი შეასრულებს მათთვის მიცემულ დავალებას და დრო
ამოიწურება (1,5 წუთი) გადადიან მეორე მაგიდის დავალებაზე, შემდეგ მესამეზე, მეოთხეზე
და ბოლოს ბრუნდებიან თავის მაგიდებთან. ჯგუფებს ეძლევათ სხვადასხვა დავალება. I ჯგუფის
მაგიდაზე დევს დავალება - გაზომეთ ციდათი წიგნის სიგრძე, II - ჯგუფის მაგიდაზე დევს
დავალება - გაზომეთ ნაბიჯებით საკლასო ოთახის სიგანე, III - ჯგუფის მაგიდის დავალებაა - გაზომეთ მტკაველით
მერხის სიგრძე, IV - ჯგუფის მაგიდაზე კი დევს დავალება - გაზომეთ სახაზავით ყუთის
სიგრძე. როდესაც თითოეული ჯგუფი შეასრულებს ყველა დავალებას კეთდება პრეზენტაცია.
თქმა
უნდა,
ერთმანეთისაგან განსხვავებულ შედეგებს იღებენ. მათ უნდა ისაუბრონ განსხვავების მიზეზებზე, რომ სიგრძის უნიფიცირებული საზომი ერთეულის აუცილებლობაში დარწმუნდნენ.
შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ ინდივიდუალური დავალება: დახაზეთ წითელი
მონაკვეთი, რომლის სიგრძე ექვსი უჯრაა და მეორე, მწვანე მონაკვეთი, რომლის სიგრძე ორი უჯრით გრძელია პირველზე. ბოლოს
ამ მონაკვეთებს გაზომავენ სახაზავით და გამოსახავენ სანტიმეტრებში.
|
17 წთ
|
|||
5
|
საშინაო დავალება:
მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს დავალებას.
ა)
გაზომეთ სახლში ფანჯრის სიგრძე მტკაველებში
და ნებისმიერი ოთახის სიგრძე ტერფებში. ბ) ძაფით გაზომეთ თქვენი: ა) წელის გარშემოწერილობა; ბ) მანძილი მუხლიდან ტერფამდე;
გ)მაჯის სიგრძე. ჩაწერე რვეულში. (იხ. დანართი 2.)
|
5 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან სიგრძის გაზომვას, გაიგებენ რომ არსებობს არასტანდარტული
სიგრძის საზომი ერთეულები და შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. განუვითარდებათ
სიგრძის პირობითი საზომი ერთეულებით გაზომვის, გამოთვლისა და მარტივი ამოცანების ამოხსნის
უნარები.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.
· პოულობს რეალური
ობიექტის (მაგალითად, საკლასო ოთახის,
სპორტული დარბაზის) წრფივ ზომას არასტანდარტული ზომის ერთეულის (მაგალითად,
ნაბიჯის) გამოყენებით.
· ურთიერთშეთავსებით
ადარებს ფიგურათა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით
(მაგალითად, გრძელი, მოკლე, ტოლი);
შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები
თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
დ ა ნ ა რ თ ე ბ ი
დანართი 1. შეფასების ზოგადი სქემა.
კრიტერიუმები
|
I
ჯგუფი
|
II
ჯგუფი
|
III
ჯგუფი
|
IV
ჯგუფი
|
თანამშრომლობა და სხვისი აზრის პატივისცემა
|
||||
დავალების შესრულების ხარისხი
|
||||
დროის ლიმიტი
|
||||
პრეზენტაცია
|
დანართი 2.
ა)გაზომეთ:
დასახელება
|
რაოდენობა
|
ფანჯარა
|
------- მტკაველი
|
მაგიდა
|
---------ციდა
|
ოთახი
|
-------ტერფებში
|
ბ)ძაფით გაზომეთ თქვენი:
დასახელება
|
მტკაველი
|
გოჯი
|
წელის გარშემოწერილობა
|
--------
|
-------
|
მაჯის გარშემოწერილობა
|
---------
|
--------
|
სიგრძე მხრიდან ტერფამდე
|
---------
|
--------
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
სივრცული ფიგურები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ლეილა ხიჩაკაძე
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური/კლასი
|
საფეხური I, კლასი III
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტუალობა/სასწავლო მიზნები
|
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ფიგურათა ამოცნობისა და აღწერის, მრავალწახნაგების მოდელებისა და კარკასების შექმნის უნარი.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგები/ესგ
|
მათემატიკა III.8.ამოიცნობს და აღწერს გეომეტრიულ ფიგურებს.
· ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში, ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა მოდელების გროვაში.
· განასხვავებს ფიგურის ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ ტერმინებს მათი დასახელებისას (მაგ: წვერო, წახნაგი, წიბო )
· განასხვავონ ერთმანეთისგან ბრტყელი და სივრცული ფიგურები)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები იცნობენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს და ასახელებენ მათ.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
|
· კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად
· დაფაზე გამოკრულია თემის დასახელება და მიზანი
· ვაცნობ აუდიტორიას წინასწარ გამზადებულ შეფასების რუბრიკას.
· ვახსენებ ჯგუფებს პრეზენტაციის გამართვის წესებს.
· მოსწავლეებს ვაძლევ ინსტრუქციას, რომ მათ მოახდინონ კონცენტრაცია, მოისმინონ ყურადღებით, რადგან ამის შემდეგ მოუწევთ თავად ააგონ სივრცული ფიგურები.
I აქტივობა-გონებრივი იერიში (12 წთ)
§ რომელ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს ვიცნობთ? ჩამოთვალეთ. (ყურადრებას ვამახვილებთ მართკუთხედებსა და კვადრატებზე)
§ ვაჩვენებ მოდელებს. რომელია სამკუთხედი? რა იცით მის შესახებ? რა იცით ოთხკუთხედების შესახებ? როგორ დაახასიათებთ მართკუთხედს? კვადრატს? და. ა. შ.
გეომეტრია ჩვენს ცხოვრებაშიც არის. თითოეული საგნის მიღმა გეომეტრიული ფიგურები იმალება. წარმოვუდგენ სივრცულ გეომეტრიულ ფიგურების მოდელებს და მივმართავ მოსწავლეებს (ვიწყებთ მართკუთხა პარალელეპიპედით)
§ რა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურებისგან შედგება მისი ზედაპირი?
§ რამდენი მართკუთხედითაა შემოსაზღვრული ეს ფიგურა? ვუკონკრეტებ რომ მას მართკუთხა პარალელეპიპედი ეწოდება.
§ შეგიძლიათ დაასახელოთ საგანი რომელსაც მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა აქვს? (წიგნი, ასანთი.......)
შემდეგ წარვუდგენ კუბს. აღმოვაჩენთ მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. (ყურადღებას ვამახვილებთ, რომ კუბიც მართკუთხა პარალელეპიპედია, ხოლო ყოველი მართკუთხა პარალელეპიპედი შეიძლება არ იყოს კუბი.
შემდეგ წარმოვუდგენ პირამიდებს და ვმსჯელობთ მათ დახასიათებაზე. (დავასკვნით რომ ყოველი პირამიდის წახნაგები, (ბრტყელი გვერდი) გარდა ერთისა არის სამკუთხედი.
(ვუჩვენებ სურათებს საყოფაცხოვრებო ნივთებს, სადაც ამოიცნობენ)
ეცნობიან ახალ ტერმინებს-წახნაგი, წიბო, წვერო; ითვლიან მათ რაოდენობებს.
II აქტივობა - ჯგუფური მუშაობა(15 წთ)
სივრცითი გეომეტრიული ფიგურების შექმნა ჯგუფებში (ურიგდებათ ჩხირები პლასტელინი, ვაძლევ მკაფიო ინსტრუქციას, ვაძლევ მითითებას რომ პლასტელინი გამოიყენონ წვეროებად, ჩხირები წიბოებად, ვუჩვენებ ნიმუშის სახით. ვურიგებ ცხრილს რომელსაც შეავსებენ მოდელების შექმნის შემდეგ და წარმოადგენენ პრეზენტაციაზე)
I ჯგუფი – სამკუთხა პირამიდა
II ჯგუფი – კუბი
III ჯგუფი–მართკუთხა პარალელეპიპედი
IV ჯგუფი–ხუთკუთხა პირამიდა
Ш აქტივობა პრეზენტაცია (8 წთ)
შექმნილი სივრცითი გეომეტრიული ფიგურების პრეზენტაცია
IV აქტივობა (7 წთ)
(ვაწვდი ინფორმაციას სლაიდის სახით)
ხშირად არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებში შეიძლება ამოვიცნოთ სივრცითი გეომეტრიული ფიგურები. არქიტექტურულ ძეგლებში უნდა ამოიცნონ და დაასახელონ გეომეტრიული სივრცითი ფიგურები.
ლუვრის პირამიდა
ლუვრის პირამიდა შექმნილია ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის მიერ. პირამიდა მთლიანად მინისაა. მის აგებაში გამოიყენეს 673 შუშის რომბი და სამკუთხედი. მისი სიმაღლე 22 მეტრია. ლუვრის პირამიდა პარიზის საყვარელი ღირშესანიშნაობაა.
ანანურის ციხესიმაგრე
ანანურის ციხესიმაგრე აგებულია XVI-XVII საუკუნეში. იგი მდებარეობს დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. ანანურის ციხის ერთ–ერთი ნაწილია გუმბათიანი ტაძარი. გალავანში ჩაშენებულია ოთხი მრგვალი კოშკი, რომელსაც როგორც თქვენ მიხვდით ცილინდრის ფორმა აქვს. ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართულია სამრეკლო.
ხეოფსის პირამიდა
მსოფლიოში შვიდი საოცრება არსებობს, ერთერთი მათგანია პირამიდა. ისინი აშენებულია მრავალი საუკუნის წინ, თუმცა ეგვიპტეში მათი ნახვა დღესაც შესაძლებელია. სურათზე თქვენ ხედავთ ხეოფსის პირამიდას. მისი სიმაღლე იყო147 მეტრი, მაგრამ დღეს ის 136 მეტრისაა. ამ პირამიდის მშენებლობისას გამოიყენეს მილიონობით ლოდი. მისი მშენებლობა 20 წელიწადს მიმდინარეობდა და მასში ჩართული იყო ათასობით მუშა. ხეოფსის პირამიდა არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება.
კოლიზეუმი
ეს არის ცნობილი ამფითეატრი მისი მშენებლობა დაწყებულა უძველეს დროს, მრავალი საუკუნის წინ. მასში შრეებად არის განლაგებული ქვის დასაჯდომები, რომელიც 45 000 მაყურებელს იტევდა. კოლიზეუმი რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ. დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.
გაკვეთილის შეფასება, საშინაო დავალების მიცემა (3 წთ)
საშინაო დავალების მიცემამდე, მოსწავლეებთან ერთად ვახდენ გაკვეთილზე მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებას. ვაძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას, გეომეტრიული სივრცითი ფიგურების გამოყენებით დახატონ მათთვის სასურველი ნახატი (სკოლა, სახლი...)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება და თვითშეფასება
|
შეფასებისას ვსარგებლობ შეფასების რუბრიკით, გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების შესაბამისად.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო რესურსები
|
კომპიუტერი,
სამუშაო მასალები-ფურცლები, ჩხირები, პლასტელინი.
დაფა, ფორმატები, მარკერები
ინფორმაციის წყაროები: მათემატიკა III კლ./გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, PowerPoint, www.google.ge.
|
კითხვის გაკვეთილის / აქტივობის დაგეგმვის სქემა
სკოლა: სსიპ ქალაქ თბილისის N 169 საჯარო სკოლა
| |||
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი: პირველი
| ||
მასწავლებელი: ლეილა ხიჩაკაძე
| |||
თემა : ,, მზე იცინის“ (ტექსტის ტიპი - ლექსი)
| |||
დრო: 35 წუთი
| |||
გაკვეთილის ძირითადი მიზნები:
Ø ლექსის მოსმენის ინტერესის გაღვივება;
Ø მცირე ზომის ლექსის მოსმენა, გაგება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
Ø ტექსტის სტრუქტურის გააზრება;
Ø ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
Ø თანამშრომლობისა და თანატოლების ურთიერთდახმარებით სწავლა;
Ø ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება.
| |||
სწავლის შედეგები:
| |||
დამოკიდებულება:
Ø მოსწავლეები გააცნობიერებენ ბუნების სილამაზეს.
Ø შეძლებენ ლექსის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას.
| |||
ცოდნა:
Ø შეისწავლიან ლექსს;
Ø გაიმდიდრებენ ლექსიკას
Ø ლექსში გამოყენებული სიტყვებით;
Ø გაბმულ მეტყველებაზე მუშაობა
|
უნარები :
Ø მოსწავლეები შეძლებენ:
Ø ლექსის აღქმას;
Ø ლექსის სტრუქტურის გაგება;
Ø მცირე ზომის ლექსის დამოუკიდებლად წაკითხვას;
Ø წყვლებში მონაწილეობის მიღებას;
| ||
ესგ-ს სტანდარტი:
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები
და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. I. 5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
ქართ. 1. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
| |||
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
· იციან წელიწადის დროები; როგორ იცვლება ბუნება გაზაფხულზე;
· აქვთ მცირე ზომის ტექსტთან მუშაობის გამოცდილება;
· იციან ანბანის ასოები;
· შეუძლიათ დეკოდირების ხერხების გამოყენება.
· შეუძლიათ წყვილებში მუშაობა.
| |||
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
· მთელი კლასი
· ინდივიდუალური
· წყვილები
| |||
სასწავლო მასალა:
პროექტორი- ილუსტრირებული ტექსტი სლაიდშოუზე
სხვადასხვა სურათები ფონოლოგიური სავარჯიშოებისათვის.
დავალების ბარათები - არეული თანმიმდევრობით დალაგებული სიტყვების ანალიზი და შინაარსის მიხედვით წინადადების აწყობა.
| |||
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები:
წერილის წაკითხვა:
ფაქტების გადამოწმება;
საჩვენებელი კითხვა;
წყვილებში კითხვა;
ლექსიკონზე მუშაობა;
ლექსის გაგრძელება;
პოსტერი (ფონოლოგიური სავარჯიშოები);
| |||
გაკვეთილის ეტაპები
| |||
I - წაკითხვამდე
პროვოცირების მიზნით წერილის წაკითხვა,გამოთქვამენ ვარაუდებს რაზე შეიძება იყოს საუბარი . საუბარი გაზაფხულის შესახებ.
|
II - კითხვის დროს
საჩვენებელი კითხვა;
ლექსის ირგვლივ კითხვების დასმა;
ლექსის ხელმეორედ წაკითხვა თავიდან ბოლომდე;
ლექსის სიღრმისეულად გააზრების მიზნით კითხვების დასმა;
სლაიდის ჩვენება ლექსის მიხედვით
|
III - წაკითხვის შემდეგ
საუბარი ლექსის შესახებ და იმ მონაკვეთის აღწერა , რომელიც ყველაზე ძალიან მოეწონათ;
სავარჯიშო შეცვლილი ინფორმაციის ტექსტის მიხედვით დაზუსტება.
ლექსის გავრცობა გაგებული ინფორმაციის მიხედვით.
ტექსტის მნიშვნელობის ანალიზი.
| |
შეფასება:
განმავითარებელი კომენტარები ინდივიდუალური დავალებისა და შემაჯამებელ
კითხვებზე პასუხების მიხედვით.
|
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
იაკობ გოგებაშვილის ,,ენძელა“
|
სწავლების საფეხური
|
I კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
სკოლა
|
ლეილა ხიჩაკაძე
169-ე საჯარო სკოლა
|
გაკვეთილის მიზნები
|
ü შეძლოს ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება
ü დანაწევრებული სიტყვებიდან წინადადების აგება
ü ისაუბროს წელიწადის დროებზე;
üშეძლოს სავარჯიშოების შესრულება.
ü ლექსიკური ერთეულების ათვისება
ü წიგნთნ მუშაობის საწყისი ჩვევები
ü ტექსტის სტრუქტურის აღქმა,დეკოდირება,
ü კითხვის სტრატეგიების გამოყენება
ü კითხვის ტექნიკის გაწაფვა
|
ე.ს.გ-შედეგები.
ინდიკატორები
|
ქართ I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ. I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
· მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
· სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
· ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
· სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
· ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
ქართ I.8.3. ტექსტიდან ამოკრეფს კონკრეტულ ინფორმაციას.
ქართ I.11.1. ამოიცნობს წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
ქართ.I.15.2 ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
|
წინარე ცოდნა
|
იცის წერა-კითხვა
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმავითარებელი შეფასება
დაკვირვების ობიექტი:
ü აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ü წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
ü ტექსტიდან ამოკრეფს კონკრეტულ ინფორმაციას.
ამოიცნობს წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
ü ავსებს ტექსტში ნაკლულ ინფორმაციას;
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
Ø ვ.როდონაია -დედაენა
Ø დაფა
Ø ცარცი, წებო
Ø პროექტორი
Ø ბარათები
Ø თაბახის ფურცლები
|
მუშაობის ფორმა
|
v მთელი კლასი
v ინდივიდუალური
v ჯგუფური
|
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
|
§ ახალი მასალის ახსნა
I ფაზა- გამოწვევა
სლაიდშოუს ჩვენება „წელიწადის დროები ( 5 წთ)
აქტივობა კითხვა-პასუხი:
ü წელიწადის რომელი დროა ?
ü რის საფუძველზე გააკეთეთ დასკვნა?
II ფაზა- შინაარსის რეალიზება
Ø ვუკითხავ ტექსტს (1 წთ)
Ø მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, აგრძელებენ სხვის მიერ დაწყებულ კითხვას. (10 წთ)
Ø ტექსტზე მუშაობა (5 წთ)
ü რამ ამოყო თოვლში თავი?
ü რა უთხრა ზამთარმა ენძელას?
ü რა უპასუხა ენძელამ?
ü რა ქნა დაღონებულმა ზამთარმა?
ü რა დაეხმარა ენძელას?
ü წუთშესვენება (ვიდეორგოლის ჩვენება)
ü ჯგუფური მუშაობა
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები, სიტყვებისგან აწყობენ წინადადებებს,აწებებენ თაბახის ფურცელზე, ხდება წინადადების აწყობა და ოთხრობის გამთლიანება. (მოთხრობა „ენძელა“)
Ø დაფასთან პრეზენტაცია (5 წთ)
III ფაზა -რეფლექსია (2 წთ)
შევაფასოთ დღევანდელი გაკვეთილი. რა ისწავლეთ?
რა ტიპის სამუშაოები გააკეთეთ?
მოგეწონათ თუ არა დღევანდელი გაკვეთილი?
რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
საშინაო დავალების მიცემა (1 წთ) ტექსტი ,,ენძელა“ - კითხვით (სახ.გვ.86)
წერითი დავალება - მოთხრობიდან გადმოვიწეროთ 1 ხუთსიტყვიანი წინადადება.
|
შეფასების რუბრიკა:
მოსწავლემ შეძლო:
ü ტექსტის წაკითხვა, გააზრება
ü ლექსიკური ერთეულების ათვისება
ü წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევების გამომჟღავნება
ü კითხვის სტრატეგიების გამოყენება
ü კითხვის ტექნიკის გაწაფვა
მათემატიკის გაკვეთილის/აქტივობის დაგეგმვის სქემა
თემა: ამოცანა და მისი ნაწილები
საგანი: მათემატიკა
|
კლასი: პირველი
|
დრო: აქტივობა გადანაწილდება ერთ გაკვეთილზე - 35 წუთი
|
შესავალი
| |||
გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი:
ამოცანის პირობისა და კითხვის გარჩევა, ამოხსნისა და პასუხის ჩაწერის უნარ-ჩვევების შეძენა.
| |||
სწავლის შედეგები
| |||
დამოკიდებულება:
| |||
ცოდნა
|
უნარები
| ||
მოსწავლეები განიმტკიცებენ წინარე ცოდნას 1-დან 10-ჩთ რიცხვების შეკრება- გამოკლების მოქმედებათა შესრულებას.
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ პირობის წაკითხვა-გააზრების უნარი და მოქმედებების სათანადოდ შესრულება.
| ||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, "დავუმატოთ", "მოვაკლოთ", მიმატება - გაზრდა; გამოკლება – შემცირება, განცალკევება, განსხვავება);
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?") და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· დაუთვლელად ასახელებს ზუსტ რაოდენობას ერთგვაროვან, მცირე ზომის საგანთა გროვაში (საგანთა რაოდენობა არ აღემატება 5-ს) და ამოწმებს თავის პასუხს;
· აკავშირებს "-ით" მეტობა/ნაკლებობას შეკრება/გამოკლების მოქმედებებთან და ახდენს ამის მოდელზე დემონსტრირებას;
· საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში, იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს () და განსაზღვრავს განსხვავებას ("რამდენით მეტი/ნაკლები?");
| |||
საჭირო წინა ცოდნა და უნარ-ჩვევები
| |||
გაკვეთლს/აქტივობის გეგმა
| |||
მოსწავლეთა დაჯგუფების ფომები:
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად და ზოგჯერ მუშაობა მიმდინარეობს მთელ კლასთან.
დაჯგუფების კრიტერიუმები:
მოსწავლეები დაჯგუფდებიან მათი მზაობის მიხედვით.
| |||
სასწავლო მასალა:
მაგნიტური დაფა და მაგნიტები, ფორმატის ფურცლები, მარკერები, წებო, კალამი. ბუკი.
| |||
გაკვეთილის/აქტივობის ეტაპები
| |||
I - გაკვეთილს ვიწყებთ საშინაო დავალების შემოწმებით. (10-ის ფარგალში მოქმედებები, შედარება)-3 წთ
|
II - შემდეგ მაგნიტურ დაფაზე ერთად ვადგენთ ამოცანის პირობას,( წინასწარ დამზადებული ზღაპრის გმირების მაგნიტების გამოყენებით) ვსვამთ და გამოვყოფთ კითხვას, ვხსნით ამოცანას და ვწერთ პასუხს. – 5 წთ
ამის შემდეგ ვურიგებ ჯგუფებს წინასწარ გამზადებულ ფორმატის ქაღალდებს, ყველა ჯგუფს ექნება ინდივიდუალური დავალება. -10 წთ
|
III -თითოეული ჯგუფიდან ვირჩევთ ერთ პრეზენტატორს და მიმდინარეობს ყველა ჯგუფის ნამუშევრის პრეზენტაცია. მოსწავლეები თავად აფასებენ ნამუშევრებს ფერადი საჩვენებელი ჯოხების მეშვეობით.–10 წთ.
შემდეგ ბუკის საშუალებით (ეკრანის გადაცემის მეთოდით) ვაჩვენებ PowerPoint-ში გაკეთებულ გაკვეთილს ამოცანის ნაწილებზე.-3წთ
თვით შეფასება რა გააკეთეთ დღეს გაკვეთილზე? როგორ მოგეწონათ გაკვეთილი?-2წთ
საშინაო დავალება: მოიფიქრონ და დაწერონ 2 ამოცანა რვეულში.-2 წთ
| |
შეფასება:
| |||
4.ჯგუფში თანამშრომლობის უნარი. 3.პრეზენტაციის უნარი. 1.ამოცანის ნაწილების სწორად ჩამოყალიბების უნარი. 2.ამოცანის ამოხსნისა და დასკვნის გამოტანის უნარი.
| |||
გაკვეთილის გეგმა
საგანი
|
მათემატიკა
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
„უცნობი შესაკრების პოვნა“
(შემაჯამებელი გაკვეთილი)
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი საფეხური
I კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
სკოლა
|
ლეილა ხიჩაკაძე
169-ე საჯარო სკოლა
|
გაკვეთილის მიზნები
|
მოსწავლემ შეძლოს:
1.დასახელოს შეკრების კომპონენტები 2. შეძლოს იპოვოს უცნობი შესაკრები გამოსახულებასა და ამოცანებში 3.განივითაროს გამოთვლითი უნარ-ჩვევები. |
ე.ს.გ-შედეგები.
ინდიკატორები
|
მათ. I.1. მოსწავლემ შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით-მოცემულ აგანთა რაოდენობას შეუსაბამებს რიცხვს/
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
სიტყვიერად აღწერს შეკრების გამოკლების ტოლობის შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში
ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან, განმარტავს 11-დან 20-მდე რიცხვები სახელწოდებას;ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს;
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?") და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;
|
წინარე ცოდნა
|
1.შეკრება-გამოკლების დემონსტრირება 20-ს ფფარგლებში
2.უცნობი შესაკრების პოვნა
3.მოსწავლეს შეუძია მოკლე ტექსტის შემცველი ამოცანის ამოხსნა
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ ღიმილებითა და განმავითარებელი კომენტარით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
v მაგნიტური დაფა და მაგნიტები
v ფორმატის ფურცლები
v კომპიუტერი
v პროექტორი
v საპრეზენტაციო მასალები
|
მუშაობის ფორმა
|
v მთელი კლასი
v ინდივიდუალური
v ჯგუფური
|
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
|
§ საშინაო დავალების შემოწმება
I ფაზა- გამოწვევა ( 10 წთ )
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობა 1 დაფაზე ვამაგრებ სამ ლურჯ მაგნიტს და ორ მწვანე მაგნიტს. ვადგენთ ტოლობას: 3+2= 5
ამ ტოლობის მიხედვით განვიხილავ
ორ ვარიანტს 5-2= 3
5-3=2
აქტივობა II
დაფაზე გაკრულია მაგნიტური ყვავილები, რომლებზეც რიცხვებია დაწერილი. მოსწავლეებს ვუსვამ შემდეგ კითხვებს
v რა რიცხვია?
v რამდენნიშნაა ეს რიცხვი?
v დაასახელე მისი წინა და მომდევნო რიცხვები
v კენტია თუ ლუწი?
v გავიხსენოთ შეკრების კომპონენტები.
v თუ ტოლობაში ცნობილია ერთ-ერთი შესაკრები და ჯამი, როგორ ვიპოვოთ მეორე შესაკრები?(განვიხილავ დაფაე მოცემულ თითოეულ რიცხვს)
II ფაზა- შინაარსის რეალიზება ( 20 წთ )
აქტივობა 2
v სლაიდშოუს ჩვენება
v მოცემულია ამოცანა,() ვკითხულობ ამოცანას პაუზებით და და ვსვამ კითხვებს თითოეული ნაწილის შემდეგ: რომელია ამოცანის პირობა? კითხვა? ამოხსნა? პასუხი?
აქტივობა 3. შესვენება (1წთ)
კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენებით მოსწავლეები უსმენენ თუ როგორ ერთობა ჟირაფი ჟოზე მეგობრებთან ერთად.
აქტივობა 4 „ჯგუფური მუშაობა“
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად, ვურიგებ ფორმატებს,რომლებზეც მოცემულია ტოლობები. მოსწავლის დავალებაა, იპოვოს უცნობი შესაკრები, რომელთა პასუხები ფორმატზეა გაფანტული.
აქტივობა 5 „პრეზენტაცია“
თითოეული ჯგუფის წარმომადგენლები აკეთებენ თავიანთი ნამუშევრის პრეზენტაციას.
შეფასება: თითოეული ჯგუფის ნამუშევარს ვაფასებ განმავითარებელი კომენტარით და ვუკრავ „ღიმილს“.
III ფაზა - „რეფლექსია“ ( 5 წთ )
დასასრულს მოსწავლეებს ეძლევათ ასეთი დავალება:მაგნიტურ დაფაზე მიმაგრებულია სურათი,რომელიც დაყოფილია ოთხ ნაწილად.თითოეულ ნაწილზე წერია ტოლობა, სადაც უნდა იპოვონ უცნობი შესაკრები.ტოლობის პასუხი მითითბულია სურათის მეორე მხარეს.თუ მოსწავლეები ოთხივე ტოლობას სწორად ამოხსნიან, სურათის ნაწილებისგან აიწყობა მერცხლის ფოტო.
კითხვა- პასუხი:
-მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი? რატომ?
-რა იყო საინტერესო?
-რა დაგამახსოვრდათ დღევანდელი გაკვეთილიდან?
საშინაო დავალება:
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები, სადაც მოცემულია 2 სავარჯიშო:
1.იპოვე უცნობი შესაკრები
2.ამოხსენი ამოცანა
|
გაკვეთილის თემა
|
არსებითი სახელი
|
სწავლების საფეხური
|
მე-2 კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
23
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლე შეძლებს:
· იპოვნოს ტექსტში საგნის აღმნიშვნელი სიტყვა
· განსაძღვროს სულიერია თუ უსულო საგანი
· დაუსვას კითხვა
· სახელები სათანადოდ შეათანხმოს რიცხვში;
· შეძლებს ტექსტში სწორი ფორმით ჩასვას გამოტოვებული არსებითი სახელები
· განუვითარდებათ გაგება-გააზრების, ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები.
ესგ სტანდარტი:
ქართ. II. 12. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს.
შეუძლია კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა, touch-pad-ს, კლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა (სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე, თუ:
· როგორ პოულობენ მოსწავლეები ტექსტში საჭირო სიტყვებს;
· რამდენად გაართვეს თავი ნაპოვნ სიტყვებზე შესაბამისი კითხვის დასმა
· როგორ გადაყავთ მხოლობით რიცხვში მყოფი არსებითი სახელი მრავლობითში და პირიქით;
შესაძლებელია მოცემული მიმართულებები კრიტერიუმებადაც ჩამოვაყალიბოთ და წარმოვადგინოთ ანალიტიკური შეფასების რუბრიკის სახით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მოთხრობის დაბეჭდილი ტექსტები ცხრილები ყველა მოსწავლისათვის,
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი,
პროგრამა Word -ში დამზადებული ელექტრონული სავარჯიშო უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა“.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით აწვდის დამხმარე ელექტრონულ წიგნს და ურიგებს დაბეჭდილ ფურცლებს, სადაც მოცემულია ტექსტი, სიტყვების ცხრილებით. აძლევს მითითებას, რომ ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს, მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად ამოწერონ ტექსტიდან სიტყვები და შეავსონ ცხრილები. შესრულებული სამუშაო მოიტანონ შემდეგ გაკვეთილზე და ერთმანეთს გაუზიარონ.
ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული კლასის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
ელექტრონულ დამხმარე წიგნს წინასწარ ადგენს მასწავლებელი. წიგნში მოცემულია ილუსტრაციები და მასწავლებლის ხმოვანი კომენტარები, რაც მოსწავლეს დახმარებას გაუწევს თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში მუშაობის პროცესში. მოსწავლეს საშუალება ეძლევა ელექტრონული წიგნი მრავალჯერ წიკითხოს და სამუშაო სწორად შეასრულოს.
გამოწვევა: მოსწავლე ხმამაღლა კითხულობს ტექსტს და პოულობს მასში არსებით სახელებს
შემდეგ, ავსებს ამობეჭდილი ცხრილის შესაბამის ადგილებს
პირველი ცხრილის შემდეგ (ამოწერეთ არსებითი სახელები), ავსებს მეორე ცხრილს (შეუბრუნე სიტყვებს რიცხვები)
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.
1. ქტივობა:
მოსწავლეები განიხილავენ დავალების დროს შესრულებულ ცხრილებს, სიტყვების ვარიანტებს, გამოცნობილი სიტყვების რაოდენობას და მსჯელობენ, თუ როგორ ამოიცნეს ეს სიტყვები, რა დაეხმარათ ამისათვის.
2. აქტივობა
მასწავლებელი გახსნის ორსტრიქონიან ფაილს. გაკვეთილის მართვის პორგრამით „ეკრანის გადაცემით“ მასწავლებელი ,,შეუბრუნე სიტყვებს რიცხვები“ და,,ამოწერეთ არსებითი სახელები,“ სვეტში წერს ყველა იმ სიტყვას, რომლებიც მოსწავლეებმა დავალების შესრულებისას დაწერეს და ახდენენ საკუთარი ცხრილის ანალიზს.
მასწვლებელი მთელ კლასს დაუსვამს ტექსტის ანალიზზე და შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს:
· როგორ მოვძებნოთ ტექსტში არსებითი სახელი
· რა კითხვები უნდა დავუსვათ არსებით სახელს
· როგორ განვასხვავოთ ვინ? და რა? ჯგუფის სიტყვები
· როგორ გავარჩიოთ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий